დღე პირველი.
დღეს გავეცანი ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს,შევისწავლეთ პორთფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად. ვნახეთ 21 - საუკუნის უნარ- ჩვევები, ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწეყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებამ, შევისწავლეთ ბლოგების შექმნა და დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება.
დღე მეორე.
დღეს ვისწავლეთ პროექტის შაბლონის შექმნა, ვისწავლეთ ბროშურის გაკეთება, ჩამოვტვირტეთ პროექტის შეფასების რუბრიკა, გავარჩიეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების და კითხვების გარჩევა,გავიხსენეთ სურათის ჩამოტვირთვა და ბროშურაში ჩასმა.
დღე მესამე.
დღეს მიმოვიხილეთ არჩეული თემები, ვიმუშავეთ პროექტზე, ავტვირთეთ მიზნები, სასწავლო შედეგები, ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ.
დღე მეოთხე
დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, ვისწავლეთ ბროშურაში ჩარჩოების გაკეთება და ამ ჩარჩოებში მონიშნული სურათების ჩასმა, შევქმენით კითხვარი და ვისწავლეთ სავარაუდო პასუხებისთვის ცხრილების გაკეთება,გავაკეთეთ დრაივში გუგლის ფორმა.
დღე მეხუთე.
დღეს ვიმუშავეთ გეგმაზე, შევავსეთ ყველა პუნქტი, ვიმუშავეთ ბროშურაზე, შევიტანეთ ტექსტები.
დღე მეექვსე
დღეს ვიმუშავეთ თემაზე " მედიარესურსების კრიტიკული შეფასების შესახებ".
შევადარეთ ჩვენი და მოსწავლეების კრიტიკული შეფასების დონეები, განვსაზღვრეთ საკუთარი კომპეტენტურობა რესურსების სანდოობის შეფასებისას, განვიხილეთ ინფორმაციის სანდოობისნშემოწმების გზები, ფორმალური ინდიკატორები, კრიტიკული აზროვნება, პროპაგანდის ტექნიკა, ვისწავლეთ ჩვენთვის საინტერესო ფოტოს მსგავსი ფოტოების მოძებნა გუგლში.
დღე მეშვიდე
დღეს ტრენერმა გაგვაცნო 10 დიზაინერული რჩევა პრეზენტაციისათვის, გავეცანით თანამედროვე შრიფტებზე და ტექსტის ფრონტებზე, სასურველ ფერსა და კონტრასტის აუცილებლობაზე,ვიდეოფაილების და აუდიოფაილების ჩასმაზე, დავასრულეთ საკუთარი პრეზენტაცია.
დღე მერვე
დავასრულეთ ბროშურა,გეგმაში, ცვლილებები შევიტანე, საპრეზენტაციო ფაილში ჩავამატე ტექსტები
No comments:
Post a Comment